კვირა, 29 მარტი, 2015 თბილისის დრო 10:06

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი უარს ამბობს დაცვის სამსახურით სარგებლობაზე

26.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს დაცვის სამახურით სარგებლობაზე. ამის შესახებ დღეს განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოჰყვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსად  პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დანიშვნას.  "მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრმა ერთპიროვნულად გაათავისუფლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია, ახლა დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ, პრეზიდენტს პირობად უყენებს კონსტიტუციის შეცვლის საკითხს. საქართველოს პრეზიდენტის სახელით, უფლებამოსილი ვარ განვაცხადო, რომ საქართველოს პრეზიდეტი ამ პირობებში მხოლოდ ერთადერთ გამოსავლას ხედავს - მთლიანად უარი თქვას დაცვის სამსახურით სარგებლობაზე" , განაცხადა მანჯგალაძემ. პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა ასევე, რომ დაცვის სამსახურით სარგებლობაზე უარი პრეზიდენტს ხელს ვერ შეუშლის ვერც გადაადგილებაში და ვერც ხალხთან შეხვედრებში.
26 თებერვალი 2013
26 თებერვალი 2013

კალენდარი

ორსმოთხთპრშბკვ
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728123
45678910

სხვა მასალები

აუდიო „ბურთი მრგვალია“

ძალოსნობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი კახი კახიაშვილი საუბრობს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატისათვის მზადებაზე. ასპარეზობა თბილისის სპორტის სასახლეში აპრილში გაიმართება.
გაგრძელება

აუდიო შეცვლილი რეალობა და ნავთობისა და გაზის პროექტები

ნავთობისა და გაზის ფასის შემცირება და რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი - ეს ის მოვლენებია, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე ნავთობისა და გაზის გლობალური პროექტების მომავალს განაპირობებს.
გაგრძელება

აუდიო ერთი საათი - დედამიწას

საქართველო წელს უკვე მეშვიდედ უერთდება მსოფლიოში უდიდეს გარემოსდაცვით აქციას, „დედამიწის საათს“, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე და ამით მხარს უჭერს მწვანე და უსაფრთხო პლანეტას.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული