Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხუდონჰესის მშენებლობისას გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან


ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისას გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის განხილვაში საერთაშორისო ექსპერტებიც ჩაერთვებიან - ამის შესახებ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ. მისი თქმით, გადაიხედება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის ინვესტორთან წინა მთავრობის მიერ გაფორმებული მემორანდუმი და პროცესში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტები. ამ მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ ნიდერლანდის სამეფოს გარემოზე ზემოქმედების კომისიას მიმართა. კომისიის წარმომადგენელმა არენდ კოლჰოფმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 6 ექსპერტი საქართველოს აპრილის დასაწყისში ეწვევა, დასკვნას ერთ თვეში მოამზადებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს იმის შესახებ, თუ რამდენად სასურველია ხუდონჰესის პროექტის განხორციელება.
XS
SM
MD
LG