Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„როსპოტრებნადზორმა“ საქართველოს ღვინის და მინერალური წყლის მწარმოებელთა ინსპექტირება დაიწყო


რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსპოტრებნადზორის“ სპეციალისტებმა დაიწყეს საქართველოს ღვინის და მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანიების ინსპექტირება. მათი ნაწილი საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელთან, ლევან დავითაშვილთან ერთად დღეს იმყოფებოდა ღვინის ლაბორატორიაში, სადაც ხარისხის კონტროლის მეთოდოლოგიით დაინტერესდა. ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ექვსწევრიანი დელეგაცია სამ ჯგუფადაა დაყოფილი, ნაწილი თბილისსა და მის გარშემო მდებარე ღვინის საწარმოებს ათვალიერებს, ნაწილი კი მინერალური წყლის კომპანიებს. ხვალ „როსპოტრებნადზორის“ ექსპერტები კახეთსა და ქართლში მდებარე საწარმოების ნაწილს შეამოწმებენ. საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ინსპექტირების პირველი ეტაპის შედეგად დაიგეგმება მეორე ჯგუფის ვიზიტი, თუმცა ლევან დავითაშვილის შეფასებით, ბევრი რამ დამოკიდებულია სწორედ პირველი შემოწმების წარმატებით დასრულებაზე.
XS
SM
MD
LG