Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გერმანიის ლიდერებს შეხვდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ დღეს ბერლინში ოფიციალურ პირებთან შეხვედრით გააგრძელა პირველი ოფიციალური ტურნე უცხოეთში. მთავარ განსახილველ თემებად სახელდება სირიის კრიზისი და ირანის ბირთვული პროგრამა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, გიდო ვესტერველესთან შეხვედრის შემდეგ, კერიმ განაცხადა, რომ ირანს სთავაზობენ „საპასუხო ზომებს, რომლებიც ირანს წაახალისებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები“ მისი ბირთვული პროგრამით გამოწვეული შეშფოთებისათვის ბოლოს მოსაღებად. „არის დიპლომატიის გზა, არის მისი მკაფიო მიმართულება და მსურს, ამ მოლაპარაკებებს მიეცეს მუშაობის შესაძლებლობა, ვიდრე შემდეგ კომენტარს გავაკეთებდე“, - განაცხადა კერიმ, რომელიც სამშაბათს გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელსაც შეხვდა. ის ბერლინშივე შეხვდება რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს.
XS
SM
MD
LG