ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებით, მოსალოდნელი არ არის, რომ გარღვევით დასრულდება ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელსაც ალმა-ათა მასპინძლობს. ეს შეფასება სამშაბათს, მოლაპარაკების დაწყებიდან ცოტა ხანში გამართულ პრეს-კონფერენციაზე გამოთქვა ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა, მაიკლ მენმა. ეშტონი უწევს კოორდინაციას კონტაქტებს ირანსა და მსოფლიოს ექვს წამყვან ქვეყანას - გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთ მუდმივ წევრს და გერმანიას - შორის. ყაზახეთში მოლაპარაკება იმართება პირველად მას შემდეგ, რაც რვა თვის წინ წარუმატებლად დასრულდა შეხვედრა მოსკოვში. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანის ბირთვული პროგრამა ბირთვული იარაღის შექმნას ემსახურება. ირანი უარყოფს ამ ბრალდებას.
ყველაზე პოპულარული
1