Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს მიმართვა გაუგზავნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მიმართვა გაუგზავნა, სადაც წერია რომ ის მიხეილ სააკაშვილს ”ბოლო წინადადებას” სთავაზობს, უახლოეს დღეებში მკაფიოდ თქვას უარი ”კონსტიტუციურ დიქტატურაზე” და მხარი დაუჭიროს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. ეს, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ”იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოს ლაპარაკი იმაზე, რომ პრეზიდენტიც მხარს უჭერდდა ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებს, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ", ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ის, ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, ”აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს, ეძლევა შეცდომების გამოსწორების და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი”. ხოლო ის, ვინც ცვლილებების მხარდაჭერაზე უარს იტყვის, ”იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტის ნებისმიერ თანაგუნდელს ჩაუდენია და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას.”
XS
SM
MD
LG