Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტის ძმა პოლიტიკაში მიდის


ავღანეთის პრეზიდენტის ძმამ, მაჰმუდ კარზაიმ უარი თქვა აშშ-ის მოქალაქეობაზე ავღანეთში პოლიტიკური კარიერის დასაწყებად. ამასთან, მაჰმუდ კარზაიმ ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი კანდიდატურის წამოყენებას 2014 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის. ის გამოთქვამს სურვილს, იყოს ავღანეთის მომავალი მთავრობის წევრი და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის აღმშენებლობაში. 57 წლის მაჰმუდ კარზაი შეძლებული ბიზნესმენია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას ეკუთვნის ავღანეთის უდიდესი კერძო ბანკის, ქაბულის ბანკის შვიდპროცენტიანი წილი. შარშან დამოუკიდებელმა აუდიტმა დაადგინა, რომ ქაბულის ბანკი მონაწილეობდა თაღლითურ სქემაში 900 მილიონამდე დოლარის საზღვარგარეთ გადასარიცხად. მაჰმუდ კარზაი აცხადებს, რომ არ ჩაუდენია კანონსაწინააღდმეგო ქმედება. მის ძმას, ჰამიდ კარზაის, გაისად ამოეწურება ავღანეთის პრეზიდენტობის მეორე, ბოლო ვადა.
XS
SM
MD
LG