Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერფაქსი: დავოსში შედგა საქართველოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა


საქართველოს და რუსეთის პრემიერ-მინისტრები დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ერთმანეთს მცირე ხნით ესაუბრნენ - ეს ინფორმაცია დღეს გაავრცელეს რუსულმა სააგენტოებმა. ინტერფაქსი დავოსის ფორუმის ორგანიზატორებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დმიტრი მედვედევის და ბიძინა ივანიშვილის კონტაქტი ოთხშაბათს გამართულ მიღებაზე შედგა. სააგენტო რია-ნოვისტის კი ფორუმის მონაწილე ერთ-ერთმა რუსმა ბიზნესმენმა განუცხადა, რომ მედვედევთან საქართველოს პრემიერი მივიდა და მათი საუბარი რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ინფორმაციის კომენტირებისას რუსეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ აღნიშნა, რომ დავოსის მსგავს დიდ ფორუმებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს როგორც წესი, ერთმანეთთან ბევრი კონტაქტი აქვთ.
XS
SM
MD
LG