Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და შენობებს


ოთხშაბათს საღამოს აზერბაიჯანში, ბაქოდან ჩრდილოდასავლეთით 150 კილომეტრში მდებარე ისმაილის რაიონში ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი. მათ ცეცხლი წაუკიდეს მანქანებსა და შენობებს. პროტესტის გაღვივებას ბიძგი მისცა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელშიც სასტუმრო ”შირაღის” მეპატრონე მონაწილეობდა. აღშფოთებული მოსახლეობა სასტუმრო დახურვას მოითხოვს, რადგან თვლის, რომ იქ არალეგალური ბორდელი ფუნქციონირებს. ამას გარდა, ხალხის ამ მოთხოვნის უგულებელყოფის გამო მოსახლეობა ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ ნიზამი ალეკბეროვის თანამდებობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ოთხშაბათის არეულობისას ცეცხლი წაუკიდეს სასტუმროს შენობასაც.
XS
SM
MD
LG