ოთხშაბათი, 04 მაისი, 2016 თბილისის დრო 17:33

ახალი ამბები

ობამა აპირებს გენერალ ალენის დასახელებას ევროპაში ნატოს მთავარსარდლად

24.01.2013
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აპირებს გენერალ ჯონ ალენის დასახელებას ევროპაში ნატოს ჯარების მთავარსარდლად მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დაადგინა, რომ გენერალ ალენს არ ჩაუდენია კანონდარღვევა ნაცნობ ქალთან, ჯილ კელისთან მიწერ-მოწერისას. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით,  ადმინისტრაცია აპირებს, ბოლომდე მიიყვანოს გენერალ ალენის ნომინაციის პროცესი. ეს პროცესი შეჩერებული იყო, სანამ პენტაგონი აწარმოებდა გამოძიებას იმის დასადგენად, იყო თუ არა ალენის თანამდებობრივ პოზიციასთან შეუსაბამო ჯილ კელისთვის ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი წერილები. კელის სახელი უკავშირდება სკანდალს, რომელმაც გენერალ დევიდ პეტრეუსს აიძულა, გადამდგარიყო ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის პოსტიდან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ის ცოლს ღალატობდა თავისი ბიოგრაფიის ავტორ ქალთან. გენერალი ჯონ ალენი მომავალ თვეში ტოვებს ამჟამინდელ პოსტს -  ავღანეთში კოალიციის ჯარების სარდლის თანამდებობას.
24 იანვარი 2013
24 იანვარი 2013

კალენდარი

ორსმოთხთპრშბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

სხვა მასალები

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 4 მაისი

„ამერიკის სამხედრო ტექნიკამ მოლდავეთის საზღვარი გადაკვეთა“ - ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „როსბიზნესკონსალტინგმა“ სტატია, რომელშიც საუბარია აშშ-მოლდავეთის ერთობლივ სამხედრო წვრთნებში (Dragon Pioneer) ამერიკელი სამხედროებისა და ჯავშანტექნიკის მონაწილეობის შესახებ.
გაგრძელება

აპრილის მაჩვენებლები

საქართველოში ინფლაციის მაჩვენებელი მაღალი არ არის, თუმცა, 2010 წელთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი საშუალოდ 17 %-ით არის გაზრდილი.
გაგრძელება

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ უვიზო რეჟიმი წელსვე ამოქმედდება

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანებაზე მოლაპარაკების საკითხებში, იოჰანეს ჰანი იმედოვნებს, რომ საქართველოს, ისევე, როგორც უკრაინის და კოსოვოს მოქალაქეები, წელსვე შეძლებენ ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობას.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)