Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსუფაშვილი: პრეზიდენტი არ აპირებს ამნისტიის კანონპროექტზე ხელის მოწერას


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, პრეზიდენტი არ აპირებს ხელის მოწერას ამნისტიის ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე. დავით უსუფაშვილმა დღეს უთხრა ჟურნალისტებს, რომ ხელმოსაწერად პრეზიდენტს ვადა აქვს ღამის 12 საათამდე, თუმცა, მიხეილ სააკაშვილმა 10 იანვარს განაცხადა, რომ არ აპირებს ხელის მოწერას. შესაბამისად, ამნისტიის ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე ხელმოწერის უფლებით თავად პარლამენტის თავმჯდომარე ისარგებლებს. ამის შემდეგ, პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე პირები, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში დატოვებენ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი, სოზარ სუბარი მოელის, რომ კანონი ძალაში შევა 12 იანვარს, დღის ბოლოს და შესაბამისად, „კვირას, დილიდან დაიწყება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რომლებიც, პარლამენტისავე დადგენილებით და მისი განმარტებით, პირდაპირ, დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ექვემდებარებიან. შესაბამისად, 10 საათზე, თითქმის ყველა საპყრობილიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაიწყება ადამიანების გამოშვება".
XS
SM
MD
LG