ორშაბათი, 03 აგვისტო, 2015 თბილისის დრო 23:08

ახალი ამბები

რუსეთში ამზადებენ კანონპროექტს სახელმწიფო მედიაში უცხოელების მუშაობის ასაკრძალად

11.01.2013
რუსეთის სახელმწიფო სათათბირო ამზადებს ახალ კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს უცხოელების მუშაობას სახელმწიფო მედიაში. როგორც პარლამენტის წევრმა მიხაილ სტარშინოვმა განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან საუბარში, ახალი კანონი არ დაუშვებს, რომ უცხოელებმა საჯაროდ მოახდინონ „რუსეთის დისკრედიტაცია“. გასულ თვეში რუსი კანონმდებლების პროტესტი გამოიწვია ცნობილი რუსი ჟურნალისტის, უცხოეთში დაბადებული ვლადიმირ პოზნერის კრიტიკამ კანონისადმი, რომელიც კრძალავს რუსი ბავშვების ამერიკელ მოქალაქეებზე გაშვილებას. ეს კანონი იყო მოსკოვის რეაქცია შეერთებულ შტატებში დამტკიცებულ „მაგნიტსკის აქტზე", რომელიც სანქციებს უწესებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებულ რუს ოფიციალურ პირებს. რუსეთის მედიაში ახლა „პოზნერის საწინააღმდეგო კანონზე“ ალაპარაკდნენ სახელმწიფო მედიაში უცხოელების მუშაობის ამკრძალავი კანონპროექტის მზადებასთან დაკავშირებით. პოზნერს აქვს რუსეთის, შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პასპორტები.
11 იანვარი 2013
11 იანვარი 2013

კალენდარი

ორსმოთხთპრშბკვ
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123
45678910

სხვა მასალები

აუდიო უკრაინის ექს-პრემიერი მოსკოვში აცხადებს, რომ შეიქმნა „ხსნის კომიტეტი“

უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გამოაცხადა, რომ შეიქმნა „უკრაინის ხსნის კომიტეტი“ და გამოვიდა ვადამდელი არჩევნებით „რეჟიმის ტოტალური შეცვლის“ მოწოდებით.
გაგრძელება

აუდიო ყირიმელი თათრები მოითხოვენ ანექსიის „დაუყოვნებლივ შეწყვეტას“

ყირიმელი თათრების მსოფლიო კონგრესი გამოდის მოწოდებით „ყველა საჭირო ზომა“ გატარდეს საიმისოდ, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს და „დაუყოვნებლივ შეწყდეს“ რუსეთის მიერ მისი ანექსია.
გაგრძელება

აუდიო აზარტული თამაშების ორი მხარე

აზარტული თამაშები ის სფეროა, რომელზეც არასდროს არსებობს ერთიანი აზრი: ერთი მხრივ, ის მნიშვნელოვანი ეკონომიკური შემოსავლის, მათ შორის, ბიუჯეტის წყაროა, სხვისთვის კი - დაკანონებული დამოკიდებულება თამაშზე.
გაგრძელება

აუდიო აღდგება ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგი?

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ახალი მინისტრი მზად არის შეხვდეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და მათთან აქტიური თანამშრომლობით გაუმკლავდეს გამოწვევებს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული