Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთში პირველად იმართება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები


ჩეხეთის რესპუბლიკაში პირველად იმართება პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები. მათი შედეგი განსაზღვრავს, ვინ შეცვლის ვაცლავ კლაუსს, რომელიც გადადგება პრეზიდენტობის მეორე ხუთწლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. საზოგადოებრივი აზრის წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, ცხრა კანდიდატს შორის ლიდერობენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები იან ფიშერი და მილოშ ზემანი. აქამდე ჩეხეთის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევდა. ჩეხეთის პრეზიდენტს ფართო უფლებამოსილებები არ ენიჭება, მაგრამ გავლენის მოხდენა შეუძლია ზოგ მნიშვნელოვან პოსტზე თავისთვის სასურველი კანდიდატების დანიშვნით, ამნისტიის გამოცხადებით და ვეტოს გამოყენებით. ვაცლავ კლაუსმა, რომელიც 71 წლისაა, ჩეხეთის პრეზიდენტობის წლებში არაერთხელ მიიპყრო ყურადღება ევროკავშირის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების გამოხატვით.
XS
SM
MD
LG