სამშაბათი, 27 იანვარი, 2015 თბილისის დრო 14:17

ახალი ამბები

ირანში მიწისძვრამ შეიწირა, სულ ცოტა, რვა ადამიანი

06.12.2012
ირანში, სულ ცოტა, რვა ადამიანი დაიღუპა 5,5 სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად. საინფორმაციო სააგენტო „ფარსის“ ცნობით, დაშავდა 12 ადამიანი. იუწყებიან აგრეთვე, რომ აღმოსავლეთში მდებარე სამხრეთ ხორასნის პროვინციაში, ზოჰანის რაიონში შენობები დაინგრა. ირანის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის დირექტორის მოადგილის ცნობით, მაშველების ჯგუფები ჩადიან დაზარალებულ რეგიონში, სადაც დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, მეტი იყოს.
06 დეკემბერი 2012
06 დეკემბერი 2012

კალენდარი

სხვა მასალები

ვინ გაათავისუფლა ოსვენციმი?

ოსვენციმის გათავისუფლების 70-ე წლისთავის აღნიშვნისთვის მზადება ჩრდილში მოაქცია დავამ იმის შესახებ, თუ ვინ ითამაშა მთავარი როლი ნაცისტების ყველაზე სისხლიანი „სიკვდილის ბანაკის“ გათავისუფლებაში.
გაგრძელება

აუდიო საბერძნეთში მთავრობას „სირიზა“ შექმნის

საბერძნეთის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდა მემარცხენე პარტიის, „სირიზას“, ლიდერი, 40 წლის ალექსის ციპრასი.
გაგრძელება

აუდიო ობამა რუსეთზე ზეწოლის ზომების შესახებ

ბარაკ ობამა აცხადებს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები, სამხედრო დაპირისპირების გარდა, ყველა შესაძლებლობას განიხილავენ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის დესტრუქციული მოქმედების შესაჩერებლად.
გაგრძელება

აუდიო შს მინისტრი პრემიერის ნდობის გამართლებას ეცდება

შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის თაობაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ მოკლე ბრიფინგზე განაცხადა.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული