Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაბარდო-ბალყარეთში აფეთქების შედეგად დაიჭრა მინისტრის მოადგილე


ყაბარდო-ბალყარეთში აფეთქების შედეგად დაიჭრა რუსეთის ფედერაციის ამ რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე, ვლადისლავ დიადჩენკო. მისი მდგომარეობის შესახებ არაფერს იუწყებიან. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაუდგენელმა პირებმა ბომბი დაამონატაჟეს დიადჩენკოს სახლთან, ყაბარდო-ბალყარეთის დედაქალაქ ნალჩიკში. ბომბი აფეთქდა, როცა დიადჩენკო მანქანით ტოვებთა სახლის ეზოს. ამ ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთხშაბათს საღამოს ნალჩიკში მოკლეს ტელეჟურნალისტი კაზბეკ გეკიევი. ტელეარხში, სადაც ის მუშაობდა, ამბობენ, რომ „ექსტრემისტები“ იმუქრებოდნენ ტელევიზიის ორი თანამშრომლის მოკვლით.
XS
SM
MD
LG