Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ლეგენდარული ჯაზმენი დეივ ბრუბეკი


91 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი ჯაზმენი, პიანისტი დეივ ბრუბეკი. მან მთელ მსოფლიოში მოიპოვა აღიარება. დეივ ბრუბეკის კვარტეტის 1959 წლის ალბომი „Time Out”, არის ჯაზური მუსიკის პირველი ჩანაწერი მილიონამდე გაყიდული ეგზემპლარით. ამ ალბომში შესულ კომპოზიციებს შორის არის, მაგალითად, „Take Five“. დეივ ბრუბეკს ბევრჯერ დაუკრავს ვაშინგტონში, თეთრ სახლში პრეზიდენტებისა და მათი სტუმრებისათვის. აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკას ის შეყვანილი ჰყავდა „ცოცხალი ლეგენდების“ სიაში.
XS
SM
MD
LG