პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:37

ახალი ამბები

ეგვიპტეში სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნის შესახებ

ტექსტის ზომა - +
09.07.2012
ეგვიპტის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვნის შესახებ. შედეგად, სავარაუდოდ, გამწვავდება დაპირისპირება ეგვიპტის ახალ ისლამისტ პრეზიდენტ მუჰამად მურსისა და გავლენიან სამხედრო საბჭოს შორის. მურსიმ კვირას მოითხოვა პარლამენტის სხდომის გამართვა, სასამართლოს მიერ მისი დათხოვნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად. პარლამენტში ისლამისტი დეპუტატები დომინირებენ. მურსის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ უნდა განაგრძოს მუშაობა, ვიდრე გაიმართება მორიგი არჩევნები ახალი კონსტიტუციის მიღებიდან 60-დღიან პერიოდში. უზენაესმა სასამართლომ გასულ თვეში გამოაცხადა, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, რადგან კონსტიტუციას ეწინააღმდეგება ეგვიპტის საარჩევნო კანონი. ამ გადაწყვეტილებას მხარდაჭერა გამოუცხადა ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა საბჭომ, რომლის განკარგულებითაც მასვე ენიჭება მთელი საკანონმდებლო უფლებამოსილება.
09 ივლისი 2012
09 ივლისი 2012

კალენდარი