შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:38

ახალი ამბები

ნიგერიის ჩრდილოეთში აფეთქებებს 24 ადამიანი ემსხვერპლა

ტექსტის ზომა - +
17.06.2012
ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარე კადუნის შტატში საგანგებო ვითარება გამოცხადდა მას მერე, რაც იქ დღეს მომხდარი აფეთქებების შედეგად დაიღუპა 24 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავში. 125 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა ხუთი ეკლესიის შენობა. ჯერ თვითმკვლელებმა ორი დანაღმული ავტომობილი ააფეთქეს ქალაქებში ზარიასა და კადუნში. შემდეგ მოხდა აფეთქებები და შეიარაღებული თავდასხმები ძირითადად ქრისტიანებით დასახლებულ რაიონებში. მომხდარისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. განვლილ კვირაში რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ბოკო ჰარამმა“ ორი თავდასხმა მოაწყო ქრისტიანულ ეკლესიებზე. დაიღუპა შვიდი ადამიანი. მანამდე ეკლესიების მახლობლად მომხდარ მრავალრიცხოვან აფეთქებებს, რომლებისთვისაც პასუხისმგებლობა ამ დაჯგუფებამ იკისრა,  ასობით ადამიანი ემსხვერპლა.
17 ივნისი 2012
17 ივნისი 2012

კალენდარი