ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 06:35

ახალი ამბები

პოლონეთი ობამას ბოდიშის მოხდას სთხოვს ჰოლოკოსტთან დაკავშირებული კომენტარისათვის

ტექსტის ზომა - +
30.05.2012
პოლონეთმა ბოდიშის მოხდა მოითხოვა თეთრი სახლისაგან მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოთქმა „პოლონეთის სიკვდილის ბანაკი“ იხმარა პოლონეთის წინააღმდეგობის მოძრაობის მებრძოლის, იან კარსკის დაჯილდოების დროს. კარსკი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა თავისუფლების მედლით, როგორც პირი, რომლისგანაც მსოფლიომ შეიტყო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ ოკუპირებულ პოლონეთში ჰოლოკოსტის შესახებ. თეთრმა სახლმა ბოდიში უნდა მოიხადოს ასეთი „აღმაშფოთებელი შეცდომის“ გამოო, დაწერა საკუთარ „ტვიტერზე“ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ. პრეზიდენტ ბარაკ ობამას უშიშროების საბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტომ ვიტორმა შიკორსკის პასუხად განმარტა, რომ პრეზიდენტმა „არასწორი გამოთქმა“ იხმარა, როდესაც საუბრობდა „პოლონეთში არსებულ ნაცისტურ სიკვდილის ბანაკებზე“.
30 მაისი 2012
30 მაისი 2012

კალენდარი