სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 08:28

ახალი ამბები

სოხუმში ვიზიტს განაგრძობს ტუვალუს დელეგაცია

ტექსტის ზომა - +
08.03.2012
სოხუმში ვიზიტს განაგრძობს დელეგაცია ტუვალუდან, რომელმაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობა შარშან აღიარა. დელეგაცია, რომელსაც ტუვალუს პრემიერ-მინისტრი ვილი ტელავი ხელმძღვანელობს, 7 მარტს მიიღო დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ანქვაბმა. სააგენტო აფსნიპრესს მოჰყავს ვილი ტელავის სიტყვები იმის შესახებ, რომ ტუვალუ, როგორც გაეროს წევრი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას, რათა მისი დამოუკიდებლობა მსოფლიო თანამეგობრობამ აღიაროს. ამავე სააგენტოს ცნობით, ალექსანდრე ანქვაბმა ტუვალუს პრემიერს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აფხაზეთი მისი დამოუკიდებლობიდან უკან არ დაიხევს. ხვალ ტუვალუს დელეგაციის წევრები აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდებიან. აფსნიპრესის ცნობით, დაგეგმილია მთავრობათა თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა.
08 მარტი 2012
08 მარტი 2012

კალენდარი