ხუთშაბათი, 20 ივნისი, 2013 თბილისის დრო 02:39

ახალი ამბები

გაერო სირიაში ვალერი ამოსის შეშვებას მოითხოვს

ტექსტის ზომა - +
01.03.2012
გაეროს უშიშროების საბჭომ ხუთშაბათს მოითხოვა დაუყოვნებლად შეუშვან სირიაში გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში ბარონესა ვალერი ამოსი. რუსეთი და ჩინეთი, რომლებმაც ადრე წინააღმდეგ მისცეს ხმა უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, ამჯერად შეუერთდნენ ამ მოთხოვნას. ერთობლივად მიღებულ განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება სირიაში ჰუმანიტარული მდგომარეობის სწრაფი გაუარესების გამო. ინფორმაცია, რომ ვალერი ამოსს სირიის ხელისუფლებამ ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, ოთხშაბათს გახდა ცნობილი. სირიელი მეამბოხეები აცხადებენ, რომ დატოვეს ბაბა ამრის უბანი ქალაქ ჰომსში, რომლის წინააღმდეგაც მთავრობის ჯარების ოპერაცია მიმდინარეობს. „სირიის თავისუფალი არმია“ აცხადებს, რომ მისმა მებრძოლებმა უკან დაიხიეს ტაქტიკური მოსაზრებებით, რათა საფრთხეში აღარ ჩააგდონ ათასობით სამოქალაქო პირის სიცოცხლე.
01 მარტი 2012
01 მარტი 2012

კალენდარი