სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:49

ახალი ამბები

საბერძნეთში მმართველმა კოალიცია მომჭირნეობის ზომებზე შეთანხმდა

ტექსტის ზომა - +
09.02.2012
საბერძნეთის  პოლიტიკოსებმა მოახერხეს საბოლოო შეთანხმება იმ რეფორმების გარშემო, რომლებიც საჭიროა 130  მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის მისაღებად, რათა ქვეყანამ თავიდან იაცილოს გაკოტრება. ამის შესახებ ევროპის ბანკის თავმჯდომარეს, მარიო დრაგის ამცნო საბერძნეთის პრემირ მინისტრმა, ლუკას პაპადემოსმა. პრემირის სიტყვებით, "საერთო შეთანხმების"  დეტალები არაა ცნობილი.  ხუთშაბათის წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრი, ევანგელოს ვენეზელოსი ბრიუსელში გაემართა, სადაც ევროზონის ფინანსთა მინისტრები ერთმანეთს ხვდებიან საბერძნეთისთვის კრედიტის გამოყოფის გარშემო მოსალაპარაკებლად. საბერძნეთის მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა თავიდანვე მიაღწიეს შეთანხმებას მომჭირნეობის ახალი ზომების გარშემო, მაგრამ ვერ მორიგდნენ კრედიტორების მოთხოვნაზე, შეკვეცონ 300 მილიონი ევროთი საპენსიო ფონდი. კრედიტორები, ევროკავშირი, სავალუტო ფონდი და ევროპის ბანკი საბერძნეთს კრედიტის სანაცვლოდ ხარჯების მეტად შეკვეცას სთხოვენ. თუ საბერძნეთი მარტამდე ვერ მიიღებს კრედიტს და ვერ დაფარავს ვალს, მას დეფოლტი, გაკოტრება მოელის.
09 თებერვალი 2012
09 თებერვალი 2012

კალენდარი