Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანში ათიათასობით ადამიანი გარბის რეგიონიდან, რომელსაც მორიგი წყალდიდობა ემუქრება


ათიათასობით პაკისტანელი გარბის ცენტრალურ პენჯაბის პროვინციაში მდებარე ქალაქ მუზაფარგარიდან მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ ადიდებული მდინარეები წყალდიდობის საფრთხეს უქმნიან ამ რეგიონს. მოსახლეობა, 250 000-მდე ადამიანი, წუხელ გააფრთხილეს, რის შემდეგაც ხალხმა შემაღლებულ ადგილებსა და სხვა დასახლებებს მიაშურა. გაეროს მონაცემებით, პაკისტანში ბოლო ორი კვირის წყალდიდობებმა 1500-მდე ადამიანი შეიწირა, დაზარალებულთა რიცხვი 14 მილიონს აღწევს.
XS
SM
MD
LG