Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოფიციალური ინფორმაციით, ნიგერიაში დაპირისპირების შედეგად 190-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა


ნიგერიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ცენტრალური ნიგერიის ქალაქ ჯოსში მუსულმანებს და ქრისტიანებს შორის შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 192 ადამიანი დაიღუპა. ვიცე-პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ჯარისკაცებს დაავალა წესრიგის აღდგენა. ძალადობამ ჯოსში ამ კვირაში იფეთქა იმ სახლების რეკონსტრუქციის გარშემო კონფლიქტის გამო, რომლებიც გასულ წელს დაინგრა, რელიგიური დაპირისპირების შედეგად. ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG