Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნიუსუიკის“ რუსული გამოცემა უარყოფს თბილისის მერის განცხადებას, მისი სიტყვების არასწორედ ინტერპრეტაციის შესახებ


„ნიუსუიკის“ რუსული გამოცემა ადასტურებს, რომ მასთან ინტერვიუში თბილისის მერმა, გიგი უგულავამ ისაუბრა ნატოში გაწევრიანებაზე საქართველოს სავარაუდო უარზე, თუ რუსეთი აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან თავის ჯარს გაიყვანს. ამის შესახებ რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვან გადაცემა „ეხო კავკაზას“ უთხრა ინტერვიუს ავტორმა, ელიზავეტა მაეტნაიამ. „ყველაფერი, რაც მერმა ინტერვიუში თქვა, მართლაც თქვა, იმ მომენტში ეს იყო მისი პოზიცია“, დასძინა მაეტნაიამ. „ნიუსუიკის“ რუსული გამოცემის თანამშრომლის განცხადებით, გიგი უგულავასთან ინტერვიუ გასულ კვირაში თბილისში ჩაწერეს მერის პრესმდივნის თანხლებით და არსებობს ამ ინტერვიუს აუდიოჩანაწერი. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა, რომ თბილისის მერი „ნიუსუიკის“ რუსულ გამოცემას თავისი სიტყვების არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს. როგორც უგულავას განცხადებაშია ნათქვამი, მას არ უთქვამს, რომ საქართველომ, შესაძლოა, უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის დატოვების შემთხვევაში.
XS
SM
MD
LG