Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსია ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილს გამოთქვამს


ბელარუსის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, ბელარუსს სურს ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესება და მზად არის განახორციელოს საბაზრო რეფორმები. ამ შინაარსის განცხადება ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი მარტინოვმა ჰელსინკიში, ფინელ კოლეგა ალექსანდერ სტუბთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შარშან ოქტომბერში ევროკავშირმა გააუქმა აკრძალვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთვის ვიზის მიცემაზე. სტუბის თქმით, ევროკავშირის საგარეო მინისტრები განიხილავენ, გაუქმდეს თუ არა ბელორუსის წინააღმდეგ დარჩენილი სხვა აკრძალვებიც.
XS
SM
MD
LG