Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა 1915 წელს სომხების გაჟლეტას არ უწოდებს "გენოციდს"


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თავი შეიკავა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომხების გაჟლეტის ფაქტის "გენოციდად" მოხსენიებისგან. როცა პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, ობამა სომხების ხოცვას "გენოციდს" უწოდებდა. დღეს გაკეთებულ განცხადებაში ობამამ თქვა, რომ შეხედულება არ შეუცვლია, მაგრამ სიტყვა "გენოციდი" არ უხმარია. ამის ნაცვლად მან თქვა, რომ ეს იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სისასტიკე. სომხებმა დღეს აღნიშნეს ოსმალეთის იმპერიაში დაახლოებით მილიონნახევარი სომხის გაჟლეტა. თურქეთი ეწინააღმდეგება ტერმინ "გენოციდის" ხმარებას და აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი გადაჭარბებულია.
XS
SM
MD
LG