სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 14:21

რაჰსაან როლანდ კერკი

Boogie Woogie String Along For Retal

ტექსტის ზომა - +
15.05.2013
როლანდ კერკი 1936 წლის 7 აგვისტოს ოჰაიოს შტატში დაიბადა. სიბრმავის მუხედავად, 12 წლის ასაკში სკოლის ორკესტრში საყვირზე, კლარნეტსა და საქსოფონზე უკვე გამოცდილი მუსიკოსივით ირჯებოდა. გაგრძელება
მაისი 2013
08 მაისი 2013

აუდიო ჯეიმს ბრაუნი – "ფანკის მეფე"

ბავშვობაში ჯეიმს ბრაუნს არც ბედის ნებიერა და არც კრავივით ბიჭი ეთქმოდა. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდა, ჯიბგირობდა და დღემუდამ შარში ეხვეოდა. ერთხელაც ქურდბაცაცობაზე გამოიჭირეს და 16 წლის ყმაწვილს ციხეში ამოაყოფინეს თავი. არც იქ წამხდარა – რეი ჩარლზის სიმღერებით ართობდა იქაურობას. საპატიმროდან გამოსულმა, ჯერ კრივის რინგზე, შემდეგ კი ბეისბოლის მოედანზე მოსინჯა თავი. თუმცა გულში თუ სულში მუსიკის სიყვარული უტრიალებდა და მსმენელს ატლანტური ბენდის "The Famous Flames"-ის ვოკალისტად გამოეცხადა.

მაისი 2013

კალენდარი

ყველაზე პოპულარული