რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
ერთი კარგი ცნობაც მოვიდა: ნორვეგიის მთავრობამ ჩვენი ჰიდროენერგეტიკული პროექტის დაფინანსება გადაწყვიტა. კარგია იმიტომ, რომ ახლა სიტუაციის უფრო ღრმად გამოკვლევის და უფრო დასაბუთებული არგუმენტირების საშუალება მოგვეცემა: „კილოვატებისთვის სრბოლამ“ თვალი არ უნდა დაგვიბრმავოს.
რაღაც საოცრება ხდება! არ ვიცი, როგორ იბადება ის პირველი მუხტი, პირველი მოტივი... ჩემგან არ მოდის ნაღდად. ან რატომ მაინცდამაინც ასეთი სახით, და არა სხვა სახით?
უკვე მერამდენე კვირაა, რაც ეკლესიაში წასვლას ვგეგმავ. ვერ გადავლახე რაღაც შეუცნობელი წინააღმდეგობა, რომელიც ჩემში, სრულიად წყნარად ბუდობს.
მხატვრობა ისეთი რამეა, რომ ძალიან ბევრი დრო მიაქვს. ისე არ არის, რომ აკადემიიდან სახლში მიხვედი, გამოიცვალე და ხატვა დაიწყე. ყოველ შემთხვევაში, მე ასე არ შემიძლია.
სიტუაცია მხოლოდ ამ ბოლო წელს გამოკეთდა - მას შემდეგ, რაც ჩვენს ორგანიზაციაში გამოჩნდა ახალგაზრდა ფრანგი ქალბატონი ადელინ მირეი სანგი. მას უზომოდ უყვარს ცხოველები. რამდენიმე თვის შემდეგ ადელინი ჩვენი ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა.
შესაძლებელი რომ იყოს, სიტყვების მაგივრად, რომელთა გამოყენებაც მომიწევს ამ დღიურისთვის, თითოეული დღის შინაარსს მხოლოდ ფოტოებით ავაწყობდი. ასე მგონია, მკითხველისთვის ეს უფრო საინტერესო იქნებოდა.
ეკონომიკის კომიტეტში შემოვიდა ახალი ინიციატივა, რომლის კანონად ქცევის შემთხვევაში ყველა აბრაზე სავალდებულო გახდება არსებული წარწერის ქართული ვერსიის დატანა. კანონპროექტის ავტორი და მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ეს ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციისთვის არის საჭირო.
გაზაფხული მაყაშვილზე უფრო იგრძნობა, ვიდრე პეკინზე. საერთოდ, ძველ თბილისში ყველაფერი უფრო ცხადად აღიქმება, ვიდრე, ზოგადად, ქალაქში. აი, მაგალითად, სარეცხი, თოკზე გაფენილი სარეცხი. თუ ეს სანახაობა ახალ უბნებში თვალს არ იტაცებს, იგივე სურათი ძველ თბილისში, უფრო სწორად, თბილისურ ეზოებში მთელი მიზანსცენაა!
დღე კვლავ ჩვენი სალათის ფოთლის დარიგებით დავიწყეთ. სათბურებში ხალისია, ეტყობათ მცენარეებს, როგორ მოენატრათ მზიანი ამინდები და უხარიათ, თბილად რომ არიან, გასული კვირისგან განსხვავებით.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლმა ორი ბავშვი ვერავისთან დატოვა და თან მოიყვანა. ერთს შაქრიანი დიაბეტი აქვს, მეორე მთლად თოთოა და დედას ხელში უჭირავს. ბავშვმა სისხლში შაქრის შემცველობა იქვე გაისინჯა და სანამ მე კანონმდებლობაზე ვუყვებოდი, დედას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
აღვიდგინე ბოლო პოლიტიკური მოვლენების სურათი. სურათის აღდგენისას მთავარი კრიტერიუმია - უკეთესისკენ მიდის თუ უარესისკენ. გამახსენდა, რომ კვირის დასასრული ოპტიმისტურად მეჩვენა, კერძოდ „ნაციონალებმა“ და „ოცნებამ“ თითქოს კონსტრუქციულად დაიწყეს ლაპარაკი.
მაშინ საბჭოთა პერიოდის სოფლის სკოლის მოსწავლე ბიჭებს ერთადერთი სალაპარაკო ფეხბურთი გვქონდა. ზეპირად ვიცოდით თბილისის „დინამოს“ შემადგენლობა და თამაშების განრიგი, ახლა კი „დინამოს“ ვერც ერთი ფეხბურთელის გვარს ვერ ვიხსენებ... დღეს საქართველოს მთავარი პროკურორი ვარ და ასე მგონია, საპროგრამო თემის წერა დამავალეს.
ძალიან მძიმე დღე... როგორც კი რაღაც არეულობას ვხედავ, ძალიან ვიძაბები, ძალიან მეშინია ასეთი პროცესების. ხალხი რომ შეგროვდა ბიბლიოთეკასთან, უკვე ვხვდებოდი: რაღაც პროვოკაცია მზადდებოდა, ოღონდ არა ხალხის მხრიდან.
ყველა ხელოვანი ეძებს თავის ხელწერას. მე და ჩემმა უახლოესმა მეგობარმა ლიოშა სახაროვმა მოსკოვში დავდგით ორი ფილმი: „ლეგენდა გაყინულ გულზე“ და „ზამთრის ზღაპარი“. „ზამთრის ზღაპარი“ რაღაცნაირი მიახლოება იყო იმ ხელწერასთან, რომელსაც მოგვიანებით მივაგენი.
დღემდე მიჭირს, შევეგუო თავისუფლების შეგრძნებას. ახლა ვხვდები ბერტოლტ ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრის“ ერთ-ერთი გმირის წარმოთქმულ ფრაზას: „ომი დამთავრდა, მშვიდობის გეშინოდეთ, ხალხო!“
თანაკურსელებთან ერთად წერეთლის გამზირზე გამოვედი. ვსაუბრობთ, მთავარი თემა ჩვენი სტუდენტი დეკანის შიდა ქართლის გუბერნატორად დაწინაურებაა. არაკომპეტენტური და დილეტანტი ფუნქციონერის წინააღმდეგ მოქმედ აქტივისტს მის პროფესიულ წინსვლაში მადანაშაულებენ (!).
დილით რვის ნახევარზე უკვე ორთაჭალის სადგურში ვიყავი. მეოთხე წელია, ამ დღეს ნეკრესში მივდივარ. მიყვარს, როცა ავტობუსში ვჯდები და ქალაქიდან გავდივარ. არ მიყვარს ქალაქი. მინდვრებში ტყეებში, მთებში, თავს უკეთ ვგრძნობ.
შეიძლება ითქვას, რომ ჯანსუღ კახიძის საყვარელი მომღერალი ვიყავი. ბატონი ჯანო მეტყოდა ხოლმე: „რატომ არ უნდა წახვიდე? შენ უნდა წახვიდე უცხოეთში, რომ ჩვენ გვასახელო. საამისოდ ყველა მონაცემი გაქვს. ვისმენ იქაურ ბარიტონებს და ვიცი. ამიტომ შენ უნდა გახვიდე აქედან!“
საღამოს დაუვიწყარი შეხვედრა შედგა პატრიარქთან. იგი გვესაუბრა მეცნიერების როლზე განათლებაში და აზროვნების განვითარების მნიშვნელობაზე სწავლის პროცესში.