ხუთშაბათი, 26 მარტი, 2015 თბილისის დრო 23:10

თამარ ლალიაშვილი - სამართალმცოდნე

თამარ ლალიაშვილი

22.03.2015
თავისუფლებასთან ასოცირდება კვირა, მაგრამ თუ ვართ ნეტავ თავისუფალნი? ყველაფერს ჩვენი დრო უნდა, რამდენი რამ ნთქავს ჩვენ წუთებს, წამებს. გაგრძელება
2015
მარტი 2015

ვიდეო ციური ანთაძე - შრომის ბაზრის ექსპერტი

ამბობენ, უმადურობა ადამიანის დამახასიათებელი თვისებააო, მაგრამ იმასაც ხომ ამბობენ, მადლიერება შინაგანი კულტურის გამოხატულებააო? ალბათ ყველას გვინდა ვიყოთ კულტურულები, კარგ შთაბეჭდილებას ვტოვებდეთ. ამიტომ, ნუ დავიზარებთ „მადლობის“ თქმას. ეს ხომ ასე ბუნებრივია!

აუდიო ელენე რუსეცკი - სამოქალაქო აქტივისტი

ერთი ძალიან კარგი ამბავია დღეს: პოლიციელ ქალთა კონფერენციაა, სადაც თეა წულუკიანი სიტყვით გამოვიდა და ქალთა პოლიტიკურ აქტიურობაზე და კვოტებზე ისაუბრა. ქალური სოლიდარობა შესაძლებელია. მთავარია, მოინდომო.

გიორგი კლდიაშვილი - სამოქალაქო აქტივისტი

დღე ისე გადის, ვერც ვხვდები. ნინი საყვედურს მეუბნება, რადგან ორივე ბავშვს სიცხე აქვს, მე კი გვიან მივდივარ სახლში. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ოჯახთან ერთად ყოფნაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მეძლევა დღის განმავლობაში. სახლში მოსულს, ბავშვები დაძინებული მხვდება.

თებერვალი 2015

ვიდეო ნუცა ჯანელიძე - მუსიკოსი

დილიდან მივხედე საოჯახო საქმეებს. სადილიც კი გავაკეთე, ლობიო ამოვლესე. ბავშვობაში არ მიყვარდა ოთხშაბათი და პარასკევი. ბებიაჩემი დილიდან გასცემდა ხოლმე ბრძანებას: აბა, ლობიო, ან წიწიბურა, ან რაიმე წვნიანი, ზეთით გაკეთებულიო! თურმე ეს დღეები მარხვის ყოფილა და ამიტომ. რომ გავიზარდე, მერე ამიხსნეს.

ვიდეო ცოტნე გამსახურდია - პოლიტოლოგი

ვერ ვიტან ფანატიზმს და იდეაფიქსებს. სამწუხაროდ, ხშირად მიწევს არანორმატიული ლექსიკის გამოყენებაც: ძირითადად ფანატიკოსების გამოხდომებზე. საინტერესო რამეა დანინგ-კრიუგერის ეფექტი: როცა ყველა ბრიყვს საკუთარი თავი უცდომელ გენიოსად წარმოუდგენია იმიტომ, რომ მისი თვალსაწიერი ალტერნატივას ვერ სწვდება.

ვიდეო ნათია გვიანიშვილი - ქალთა მოძრაობის აქტივისტი

რამდენიმე საათში საბის დედა გვსტუმრობს. ჩვენ მას იურიდიულ დახმარებას ვუწევთ. ერთად ვსხდებით და ვსაუბრობთ მიმდინარე მოვლენებზე და სამომავლო ნაბიჯებზე. ცოტაც საბის ვიხსენებთ. წასვლის წინ გვეუბნება, იცოდეთ, 8-ში გელოდებითო. ჩამოვალთ-მეთქი, ვპირდები ისევ. 8 თებერვალს საბი ბერიანს 24 წელი შეუსრულდებოდა.

აუდიო რაფიელ მესენგისერი - ინჟინერ-მეტალურგი

იყო სამი ქართველი ერთ-ერთ ბანაკში, სადაც ებრაელებს წვავდნენ. ერთ-ერთმა ქართველმა რიგიდან გამოაგდო ებრაელი და თვითონ ჩადგა მის ნაცვლად. თქვა, მე ვარ ებრაელი, ეგ ქართველიაო, და ასე გადაარჩინა. ეს რამხელა ამბავია, ამას ვინ გააკეთებს?! არც ერთ ხალხში არ ყოფილა ეს! არავის არ გაუკეთებია ეს! გააკეთა ქართველმა!..

იანვარი 2015

ვიდეო ზურაბ გაიპარაშვილი - ფილოლოგი

გასული საუკუნის 80-იან წლებში უხარისხოდ აშენებულ შენობაში უამრავი ტექნიკური პრობლემაა მოსაგვარებელი, არც საბიბლიოთეკო სფეროში არსებობს სახელმწიფო პოლიტიკა, ის კი არა, ხელისუფლებაში არ არსებობს რგოლი, ვისაც ბიბლიოთეკის შესახებ დაელაპარაკები. უნივერსიტეტი თვითონ უნდა გაუმკლავდეს ყველა პრობლემას.

ვიდეო დინა ოგანოვა - ფოტოგრაფი

არასდროს ვყოფილვარ რომელიმე აქციაზე, როგორც მონაწილე, სულ ვიღებდი. მაგრამ აქ... ხალხი უნდა გამოვიდეს, აუცილებლად, დაუშვებელია ამის გაკეთება. არ მესმის, რატომ ანადგურებენ თბილისს ამ საშინელი ახალი მშენებლობებით, მთავარი არქიტექტორი გვყავს კი საერთოდ? რატომ უნდა დაამტკიცო ეს პროექტები?

ვიდეო დიანა ანფიმიადი - მწერალი

ახალი წლის დილაა, ჩემთვის კი − ახალი ცხოვრების, სულ სხვა რეალობის ოთხი წლისთავი: ჩემი ბიჭი იუბილარია. 2011 წლის 1 იანვარს გაჩნდა 1 საათზე და, ალბათ, ამ უცნაურმა ნუმეროლოგიამაც განაპირობა ციფრებისადმი მისი დიდი სიყვარული.

2015

სხვა მასალები

აუდიო ფრანგი პროკურორი გერმანელი მფრინავის „განზრახ დანაშაულზე“ ლაპარაკობს

ფრანგი პროკურორის ვარაუდით, კომპანია „ჯერმანუინგზის“ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ერთ-ერთი მფრინავი, როგორც ჩანს, დაინტერესებული იყო თვითმფრინავის განადგურებით.
გაგრძელება

აუდიო ელენე ხონელიძე: სიმღერა ყველა მომღერალში ახლად იბადება

უცხოეთში მყოფი ქართველი სტუდენტების შესახებ ციკლი დღეს ორმაგად „მუსიკალურია“: ოქროპირ რუხაძის რუბრიკის სტუმარა ბერლინის სახელოვნებო უნივერსიტეტის კლასიკური ვოკალის სტუდენტი, ელენე ხონელიძე.
გაგრძელება

აუდიო სად მივყავართ „კაბელს“

​26 მარტს ამოიწურა სასამართლოში მტკიცებულებათა გადაგზავნის ვადა სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მთავრი პროკურატურა პირობითად „თავდაცვის სამინისტროს კაბელების საქმეს“ უწოდებს.
გაგრძელება

აუდიო ჟან რუო: ლიტერატურა ვერტიკალურია

ფრანგი მწერალი ჟან რუო, გონკურების პრემიის ლაურეატი, წინა კვირას თბილისს სტუმრობდა. შარშან ქართულად გამოიცა მისი 1990 წელს დაწერილი პირველი რომანი „ღირსების ველები“, სწორედ ის ტექსტი, რაშიც მან ფრანგული ლიტერატურისთვის უმაღლესი ეს ჯილდო მიიღო.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული