რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლება 28 ენაზე მაუწყებლობს. ქვეყნებში, რომლებშიც ვაწარმოებთ მაუწყებლობას, ჩვენი პროგრამების უმრავლესობის მოსმენა შეიძლება ადგილობრივი რადიოსადგურების მეშვეობით, FM სიხშირეებსა და მოკლე ტალღებზე. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კერძო საერთაშორისო სამაუწყებლო კომპანია, რომელიც მაუწყებლობს აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთის, კავკასიის, ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებისთვის. მას, მაუწყებელობის მმართველთა საბჭოს მეშვეობით, აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების მისიაა, ფაქტობრივი ინფორმაციისა თუ იდეების გავრცელებით, ხელი შეუწყოს დემოკრატიული ფასეულობებისა და ინსტიტუტების განმტკიცებას.
18 ივნისს სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ საქართველოს მოქალაქეების განცხადება გავრცელდა, რომლის ხელმომწერები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებულ იმ დასკვნის პროექტს აპროტესტებენ, რომელიც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს, 17 მაისს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს აფასებს.
ორი დღის განმავლობაში ლოპოტის ტბაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რეგიონალური მედიის ჟურნალისტებს მასპინძლობდა.
"საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს" წევრები გორში მომავალ ჟურნალისტებს შეხვდნენ. გორის „ახალგაზრდულ ცენტრსა“ და საზოგადოება „ბილიკში“ არაერთი ახალგაზრდა ჟურნალისტიკის სტუდიაში სწავლობს.
საბერძნეთის მთავრობამ ბიუჯეტის დასაზოგად მოულოდნელ ზომას მიმართა - საზოგადოებრივი მაუწყებელი დახურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ სამშაბათ საღამოს გამოაცხადეს.
თბილისში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სემინარი ქართველი ჟურნალისტებისთვის, სახელწოდებით „ნატოს პოლიტიკა და დღის წესრიგი“. ჟურნალისტებს საქართველოში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი შეხვდა.