2023 წელს ტელევიზიებს სარეკლამო შემოსავალი გაეზარდათ, - ამბობს კომუნიკაციის კომისია, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ძირითადად ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერ არხებს ეხებათ. ხელისუფლებისადმი კრიტიკულ მედიებს შემოსავლები პირიქით, შეუმცირდათ.
კონსერვატიული პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარ საინფორმაციო პლატფორმას ფინანსური კრიზისი აქვს. კომპანიის შემოსავლებმა დრამატულად იკლო, ეთერში კი ახლა მხოლოდ ფილმები გადის.
შემცირდება თუ არა საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი, ჯერჯერობით უცნობია. დაფინანსების წესის ცვლილებაზე მსჯელობა პარლამენტის წევრების მიერ მომზადებულმა კანონპროექტმა განაახლა. ცვლილებები არა ოპოზიციამ, არამედ მმართველი პარტიის წევრებმა მოითხოვეს. ოპოზიციამ ინიციატივა მოიწონა.
პრორუსული ტელეკომპანია "ალტ-ინფოს" შემოსავალი გასულ, 2022 წელს თითქმის 1 მილიონი ლარი იყო. ამ თანხის 99,8% კი მფლობელის შემოწირულებაა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო წარმომადგენლობითი ორგანოა, რომელიც ირჩევს მაუწყებლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტს და განსაზღვრავს მაუწყებლის პროგრამულ პრიორიტეტებს, ასევე აკონტროლებს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მენეჯმენტს.
ამბის თხრობის ფესტივალი ZEG ბრუნდება. ვისაც ამბების მოსმენა (და მოყოლაც) გიყვართ, 8-10 ივნისი უნდა მოინიშნოთ - ამ დღეებში თბილისი მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტ ცნობილ სპიკერს უმასპინძლებს: ჟურნალისტებს, პუბლიცისტებს, ფოტოგრაფებს, მწერლებს, მეცნიერებს, რეჟისორებს, ოპერატორებს...
ადამ მიხნიკი პოლონელი ინტელექტუალი, ისტორიკოსი და დისიდენტია. ის საკუთარ თავს „ანტისაბჭოთა რუსოფილს“ უწოდებს და გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას. რიგაში ის უკრაინელ და რუს ჟურნალისტებს შეხვდა. საუბარის ტექსტში შენარჩუნებულია დარბაზში დასმული შეკითხვები.
2022 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში რუსეთის მთავრობის ერთი უცნობი დეპარტამენტის თანამშრომლები მოსკოვის გარეუბანში მდებარე პატარა ბიზნესცენტრის შენობაში ისხდნენ და ამინდს განიხილავდნენ.
სააპელაციო სასამართლომ ჯგუფურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებსა და აქტივისტებზე თავდამსხმელთა 6-კაციანი ჯგუფი და მათ სასჯელი შეუმცირა. ეს ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა გარდაცვლილ ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, იყო ერთადერთი, ვისაც ეს ბრალი ჰქონდა დამტკიცებული.
22 ნოემბრიდან აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორის თანამდებობას ოფიციალურად დაიკავებს ახალი ხელმძღვანელი ვლადიმერ ტატიშვილი. იგი 11 ნოემბერს, ხმათა უმრავლესობით აირჩია რეგიონული საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს სასჯელი დაუმძიმა. ნიკა გვარამიას პატიმრობა მისჯილი ჰქონდა ავტომობილის ეპიზოდის გამო, მეორე ინსტანციამ კი იმ ნაწილზეც პატიმრობა განუსაზღვრა, რაზეც საქალაქო სასამართლომ ჯარიმა შეუფარდა.
ჩამოტვირთე მეტი