ყოფილი თავდაცვის მინისტრის ხმაურიანი გადაყენების შემდეგ თავის პოსტზე დარჩა და ახალ თავდაცვის მინისტრთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, რომელიც ამბობს, რომ თავდაცვითი შესაძლებლობები ძლიერდება. თუმცა, საქართველოს ოპოზიციურ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ დღევანდელი მთავრობა ვერ უმკლავდება საფრთხეებს, რაზეც 15 ნოემბერს ანექსიის საწინააღმდეგო აქციაზე ხმამაღლა გამოხატავენ პროტესტს. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენს შეკითხვებს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ვახტანგ კაპანაძე უპასუხებს. შემდეგ კი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ბარამიძე განმარტავს 15 ნოემბერს დაგეგმილი აქციის მესიჯებს.