2015 წელს საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაზე სახელმწიფომ 650 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ეს თანხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ხარჯზე ნაკლებია, თუმცა უფრო ხშირად კრიტიკა იმის გამო ისმის, რომ სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის სისტემას დიდ თანხას გამოუყოფს. რაშია პრობლემა - გამოყოფილი თანხის ოდენობასა თუ მის არაეფექტურ ხარჯვაში და როგორი უნდა იყოს ხარჯების შეკავების მექანიზმი - ამ საკითხებზე საუბრობს თენგიზ ვერულავა, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მასთან ინტერვიუ ნინო ხარაძემ ჩაიწერა.