დღევანდელი ჩვენი სიუჟეტის თემაა 26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენი სტუმრები იქნებიან 24 წლის წინანდელი პირველი სამხედრო აღლუმის მონაწილეები - ვიცე-პოლკოვნიკი ზვიად ჩადუნელი და თადარიგის პოლკოვნიკი აკია ბარბაქაძე. და რაკი ეს არის თარიღი, რომელიც დასაბამს იღებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკიდან, სიუჟეტის მეორე ნახევარში ვისაუბრებთ 1917-21 წლებში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე არზაყან (დიმიტრი) ემუხვარზე, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის მომდევნო 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა პრაღაში, სადაც 26 მაისს კიდევ ერთხელ გაიხსენეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.