Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველი სამხედროები - აფრიკაში ბავშვებზე მოძალადეები?


გაეროს მანდატით მოქმედი სამშვიდობო ძალების ქართველი წევრებიც არიან აფრიკაში ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულებს შორის. გაეროს განცხადებით, მის ხელთ არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა ქართველი, ფრანგი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მიეკუთვნებოდნენ მშვიდობისდამცველებს, რომლებიც ბავშვებზე ძალადობდნენ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში თავიანთი მისიის შესრულებისას. ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის, ზეიდ რაად ალ-ჰუსეინის დღევანდელი განცხადებით, საქმე ეხება „უაღრესად სერიოზულ ბრალდებებს“ და საჭიროა მათი "გულდასმით და სასწრაფოდ" გამოძიება. გაეროს ინფორმაციით, ბრალდებები ეხება დანაშაულებს, მათ შორის გაუპატიურების შემთხვევებს, რომლებიც უმეტესწილად 2014 წელს იქნა ჩადენილი და რომელთა შესახებ ინფორმაციაც ბოლო კვირებში გამოვლინდა.

XS
SM
MD
LG