Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, ავდეევკის მიმართულებაზე, "შავი არწივის" კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა


უკრაინაში მებრძოლი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის, „შავი არწივის“ ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შედეგად ავდეევკის მიმართულებაზე დაიღუპა მათი კიდევ ორი ქართველი მებრძოლი: დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე.

"ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით ღოღაძე და ბესო ლომიძე ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.

ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!"- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

6 მაისს ავდეევკის მიმართულებაზე „შავი არწივის“ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი, დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. პირველივე დღეებიდან უკრაინაში მრავალი ქართველი მოხალისე იბრძვის. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მათი რაოდენობა 1500-მდეა. მათი დიდი ნაწილი ძირითადად ოთხი ქვედანაყოფის: „ქართული ლეგიონის“, „კავკასიის ლეგიონის“, „ქვედანაყოფ თბილისისა“ და „შავი არწივის“ რიგებში ასრულებს საბრძოლო დავალებებს. დღემდე ამ საომარ ოპერაციებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG