Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო


ტელეკომპანია „ფორმულის“ კადრებში ჩანს პირი, რომელიც ტელეარხის გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.
ტელეკომპანია „ფორმულის“ კადრებში ჩანს პირი, რომელიც ტელეარხის გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

7 მაისს "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) აღმასრულებელ დირექტორს, გიორგი კლდიაშვილს და ტელეკომპანია „ფორმულის“ გადამღებ ჯგუფს უცნობმა პირმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

IDFI-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გადამღებ ჯგუფსა და არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უცნობი პირი მაშინ დაესხა თავს, როდესაც კლდიაშვილი ტელეარხს კომენტარს აძლევდა შვედეთის საელჩოსთან. ორგანიზაციის თანახმად, კლდიაშვილს მიყენებული დაზიანების გამო კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.

„ფორმულის“ ინფორმაციით, თავდამსხმელი არის რევაზ ვაშაყმაძე, რაც ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემებით დასტურდება. ამასთან, იგი არის „ქართული ოცნების“ შემწირველთა შორის. ვაშაყმაძემ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიას 2012 წლის ივლისში 50 ლარი შესწირა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG