Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი ნატოს ხელმძღვანელს იარაღის მიწოდების დაჩქარებას სთხოვს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. კიევი. 2024 წლის 29 აპრილი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი. კიევი. 2024 წლის 29 აპრილი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა მოწოდებით, აღმოსავლეთში რუსეთის მხრიდან უფრო და უფრო ინტენსიური შეტევის მოსაგერიებლად უკრაინას უფრო სწრაფად მიეწოდოს არმიისთვის აუცილებელი შეიარაღება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 24 აპრილს მოაწერა ხელი უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს.

29 აპრილს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ თქვა, რომ იარაღის და საბრძოლო მასალების მცირე რაოდენობა უკვე ჩავიდა უკრაინაში, თუმცა გამოვიდა მოწოდებით, რომ პროცესი უნდა დაჩქარდეს, რათა ეფექტიანი იყოს. "დროული დახმარება ჩვენს არმიას. დღეს, ჯერჯერობით, ამ საკითხზე ვერაფერ პოზიტიურს ვერ ვხედავ. მიწოდება არის, ის ნელი ტემპით დაიწყო, მაგრამ პროცესი უნდა დაჩქარდეს", - თქვა ზელენსკიმ.

პრესკონფერენციაზე სტოლტენბერგმა აღიარა, რომ დასავლელმა მოკავშირეებმა ჯეროვნად ვერ შეასრულეს სამხედრო დახმარების პირობა. "მხარდაჭერაში სერიოზული შეფერხებები ნიშნავდა სერიოზულ შედეგებს ბრძოლის ველზე", - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

XS
SM
MD
LG