Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაბომბვის საფრთხის გამო კიევში სასწრაფოდ ევაკუირებულია ორი საავადმყოფო


კიევის საქალაქო საავადმყოფო
კიევის საქალაქო საავადმყოფო

კიევში, პარასკევს დღის მეორე ნახევარში, დაიწყო პაციენტებისა და პერსონალის სასწრაფო ევაკუაცია ორი საავადმყოფოდან. ამის შესახებ დედაქალაქის ქალაქის ადმინისტრაციამ განაცხადა. გადაუდებელი ზომების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც ინტერნეტში მასიურად გავრცელდა ხმები მოსალოდნელ საარტილერიო დარტყმების შესახებ საავადმყოფოებზე, რომლებშიც, თითქოს, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები იმყოფებიან.
ქალაქის ადმინისტრაციამ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სამოქალაქო საავადმყოფოებში მკურნალობის შესახებ, სიცრუე უწოდა. მაგრამ უსაფრთხოების მიზნით, ბოგატირსკაიას ქუჩაზე მდებარე ორი საავადმყოფოდან პაციენტები კიევის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

უკრაინული მედიის ცნობით, კიევში მდებარე ორ საავადმყოფოზე გარდაუვალი თავდასხმის შესახებ პანიკას საფუძველი ბელარუსის სპეცსამსახურების განცხადებამ მისცა. 25 აპრილს ბელარუსის უშიშროების სამსახურის (კე-გე-ბე) ხელმძღვანელმა ივან ტერტელმა საჯაროდ განაცხადა, რომ კიევში "ბოგატირსკაიას ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოებში იმალებიან" ტერორისტები, რომლებსაც "აუცილებელია საომარი კანონების შესაბამისად გავუსწორდეთ."

მომხდარის შესახებ ბელორუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

იმ სარჩულით, რომ თითქოს უკრაინელი სამხედროები იმყოფებოდნენ, რუსეთმა არაერთხელ დაბობმა საავადმყოფოები და სხვა სამოქალაქო ობიექტები უკრაინის ტერიტორიაზე.

XS
SM
MD
LG