Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა მოლაპარაკებების გასამართად


ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია საგარეო ეკონომიკური კავშირების მინისტრის, იუნ ჩონ ჰოს მეთაურობით ჩავიდა ირანში. ამის შესახებ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სატელეგრაფო სააგენტო იტყობინება დეტალების დაუსახელებლად.

ჩრდილოეთი კორეა და ირანი დიდი ხანია ეჭვმიტანილი არიან, რომ ისინი ბალისტიკური რაკეტების პროგრამებში თანამშრომლობენ, შესაძლოა ტექნიკური გამოცდილებისა და მათ საწარმოებლად საჭირო კომპონენტების გაცვლის სახით. მიიჩნევა, რომ ფხენიანსა და თეირანს საიდუმლო სამხედრო კავშირები აქვთ.

სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო „რიონჰაპი“ აღნიშნავს, რომ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკიდან მაღალი რანგის მოხელის ირანში უკანასკნელი სტუმრობა 2019 წელს შედგა. მაშინ ჩრდილოეთ კორეის სახალხო კრების თავმჯდომარის მოადგილე პაკ ჩოლ მინი შეხვდა ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ითათბირა.

სამხრეთ კორეის დაზვერვას ეჭვი აქვს რომ ირანმა 13-დან 14 აპრილის ღამით ისრაელის წინააღმდეგ დარტყმა განახორციელა ჩრდილოკორეული იარაღით - დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით.

აშშ-ს ეჭვი აქვს, რომ ირანი და ჩრდილოეთი კორეა რუსეთს აწვდიან იარაღს, რომელსაც რუსეთის არმია უკრაინის წინააღმდეგ ომში გამოიყენებს. თეირანი და ფხენიანი მათ მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უარყოფენ.

XS
SM
MD
LG