Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დეპუტატი ბექა ოდიშარია ლატვიის საპატიო კონსული აღარაა


ბექა ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი
ბექა ოდიშარია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი

როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს საქართველოში ლატვიის საელჩოში, ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ბექა ოდიშარია არ არის ლატვიის საპატიო კონსული.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებსაიტზე მითითებულია, რომ ქვეყანას ორი საპატიო კონსული ჰყავს: ივლიანე წულაია იმერეთის რეგიონში და მიხეილ ხუნდაძე კახეთის რეგიონში.

ხუნდაძემ, რომელსაც პოსტი 2012 წლიდან უკავია, თქვა, რომ ოდიშარია ლატვიას აჭარაში წარმოადგენდა.

მანამდე საპატიო კონსულის, ბექა ოდიშარიას თანამდებობიდან გადაყენების ინიციატივა ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარემ რიჰარდს კოლსმა დააყენა. მან "ამაზრზენი" და "სამარცხვინო" უწოდა ოდიშარიას განცხადებას ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ. პოლიტიკოსმა მიმართა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და სეიმის დეპუტატს, აივა ვიკსნეს, რომელიც საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის ჯგუფს ხელმძღვანელობს.

3 აპრილს, მაშინ, როცა პარლამენტში გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით ოდიშარიამ ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მანამდე არასდროს მიუყენებია შეურაცხყოფა ქალებისთვის, მაგრამ ამჯერად ემოციებს აჰყვა.

XS
SM
MD
LG