Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო ითხოვს გამოძიებას ღაზის ორ საავადმყოფოში ისრაელის ძალების შეჭრის შემდეგ აღმოჩენილი მასობრივი საფლავების საკითხზე


სტეფან დიუჟარიკი, გაეროს პრესმდივანი
სტეფან დიუჟარიკი, გაეროს პრესმდივანი

გაერო გამოვიდა მოწოდებით, ჩატარდეს "მკაფიო, გამჭვირვალე და სანდო" გამოძიება ომით გაჩანაგებულ ღაზაში ისრაელის სამხედროების შეჭრის შემდეგ აღმოჩენილი მასობრივი საფლავების საკითხზე.

გამომძიებლებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეს ადგილები - უთხრა გაეროს პრესმდივანმა სტეფან დიუჟარიკმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ღაზაში უფრო მეტ ჟურნალისტს უნდა მიეცეს მუშაობის საშუალება, რათა ფაქტები გაშუქდეს.

მანამდე, 23 აპრილს, გაეროს ადამიანის უფლებების უწყების ხელმძღვანელმა ვოლკერ ტურკმა თქვა, რომ "დაზაფრულია" ქალაქ ღაზაში შიფას საავადმყოფოსა და სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისში ნასერის საავადმყოფოს განადგურებით.

XS
SM
MD
LG