Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

24-25 აპრილს ღამის საათებში რიკოთის ძველ გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება


რიკოთის გვირაბი
რიკოთის გვირაბი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), 24 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე მოძრაობა შეიზღუდება, კერძოდ, ავტოტრანსპორტი სავალი ნაწილის ერთ ზოლზე, რევერსულად იმოძრავებს. უწყება შეზღუდვას პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარებით ხსნის.

გზების დეპარტამენტის ცნობითვე, ამავე მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

XS
SM
MD
LG