Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბროლაურში საკონსტიტუციო განხილვა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა


ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა. 22 აპრილი. ქალაქი ქუთაისი
ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა. 22 აპრილი. ქალაქი ქუთაისი

რეგიონებში გრძელდება ლგბტ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა. მეორე შეხვედრა დღეს, 23 აპრილს, ქალაქ ამბროლაურში იმართება. 

ქუთაისისგან განსხვავებით, სადაც კონსტიტუციური ცვლილების პროექტის განხილვაზე ჰომოფობიური განცხადებები ისმოდა, ამბროლაურის შეხვედრა პირდაპირ ეთერში არ გადაიცემა. რადიო თავისუფლებას პარლამენტის პრესსამსახურმა უთხრა, რომ გაავრცელებენ ვიდეოჩანაწერის სრულ ვერსიას.

ამბროლაურში ლგბტ უფლებების შემზღუდველ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობას აცნობენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ოთარ შარმანაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პარტია „ხალხის ძალიდან“ სოზარ სუბარი, „ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატი ფრიდონ ინჯია და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ⁠პაპუნა მარგველიძე და მისი მოადგილე ქრისტინე კობახიძე.

ქუთაისში 22 აპრილს გამართულ შეხვედრაზეც ისმოდა ჰომოფობიური შინაარსის განცხადებები.

ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონპროექტები საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ 25 მარტს წარუდგინა ჟურნალისტებს. ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეიზღუდება ლგბტ პირთა უფლებები. კერძოდ:

  • არასრულწლოვანის შვილად აყვანა შეეძლება ქორწინებაში მყოფ ოჯახს (ქალსა და კაცს) ან ჰეტეროსექსუალ ადამიანს;
  • აიკრძალება სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა;
  • აიკრძალება იმგვარი შეკრებები და პროგრამების ან მასალების გავრცელება, რომლებიც ერთნაირსქესიანი წყვილის ან სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევის „პოპულარიზაციისკენ არის მიმართული“.

მმართველ პარტიას მოქმედ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საკმარისი ხმები არ აქვს, თუმცა პროექტის საყოველთაო განხილვები მაინც დაიწყო.

დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრას ოზურგეთში 24 აპრილს აპირებენ, ბათუმში - 25 აპრილს, ზუგდიდში - 26 აპრილს, მესტიაში - 27 აპრილს.

XS
SM
MD
LG