Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დაისეტყვა


სეტყვა საგარეჯოში
სეტყვა საგარეჯოში

22 აპრილს, საღამოს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სულ მცირე სამი სოფელი: კაკაბეთი, მანავი და დიდი ჩაილური დაისეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას, ფოტო და ვიდეომასალას მოქალაქეები სოციალურ ქსელ ფეისბუქში ავრცელებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაისეტყვა საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და ვენახები, თუმცა ჯერ არ იციან, რამდენად დიდია ზარალი.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სეტყვისგან მიყენებული ზიანის შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. ამ დროისთვის კახეთის ზოგ მუნიციპალიტეტში წვიმიანი ამინდია.

XS
SM
MD
LG