Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები განიხილავენ კიევის დახმარებას


ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები ლუქსემბურგში უკრაინის დახმარებაზე მსჯელობენ, 2024 წლის 22 აპრილი
ევროკავშირის ქვეყნების მინისტრები ლუქსემბურგში უკრაინის დახმარებაზე მსჯელობენ, 2024 წლის 22 აპრილი

ევროკავშირის სახელმწიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრები 22 აპრილს ლუქსემბურგში მართავენ შეხვედრას, კიევის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე სამსჯელოდ - იმ ფონზე, როცა რუსეთი განაგრძობს უკრაინაზე იერიშებს დრონებით და რაკეტებით.

შეხვედრას რამდენიმე დღით უსწრებდა წინ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან 60 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების პაკეტის დამტკიცება უკრაინისთვის - ეს საკითხი ამ კვირაში სენატში გადაინაცვლებს განხილვისთვის, შემდეგ კი ხელმოწერისთვის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეცემა.

ევროკავშირის მინისტრები ასევე იმსჯელებენ ბლოკის სანქციების გაფართოებაზე ირანისთვის, მისი მხრიდან ისრაელზე მიტანილი შეტევის გამო.

XS
SM
MD
LG