Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის გენშტაბი: 24 საათში ფრონტზე ასზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა


უკრაინა, ხარკოვი შეტევის შემდეგ, საილუსტრაციო ფოტო
უკრაინა, ხარკოვი შეტევის შემდეგ, საილუსტრაციო ფოტო

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ფრონტზე 102 სამხედრო შეტაკება მოხდა. რუსეთმა, უკრაინული ჯარების პოზიციებსა და დასახლებულ პუნქტებზე 29 სარაკეტო იერიში და 67 საჰაერო დარტყმა განახორციელა, - იტყობინება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. განადგურდა და დაზიანდა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

საჰაერო შეტევა იყო სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებზე.

საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა ჩერნიგოვის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ნიკოლაევის ოლქების 120-ზე მეტი დასახლება.

XS
SM
MD
LG