Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაადასტურა სტავროპოლში ჩამოვარდნილი ბომბდამშენის ერთი პილოტის დაღუპვა


ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენის კატასტროფის რაიონში გადაღებული ფოტო ტელეგრამით გაავრცელა სტავროპოლის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა.
ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენის კატასტროფის რაიონში გადაღებული ფოტო ტელეგრამით გაავრცელა სტავროპოლის ოლქის გუბერნატორმა ვლადიმირ ვლადიმიროვმა.

რუსეთის სტავროპოლის მხარის გუბერნატორმა დაადასტურა, რომ დაიღუპა ტუ-22მ3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ თვითმფრინავის, სავარაუდოდ, ტექნიკური მიზეზით ავარიის შესახებ დილით განაცხადა.

გუბერნატორ ვლადიმირ ვლადიმიროვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული „დაზუსტებული მონაცემებით“, ოთხი მფრინავიდან ერთი დაიღუპა, ერთის ძებნა კი გრძელდება. ვლადიმიროვის თანახმად, ეკიპაჟის ორი წევრი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყებოდა, რომ სტავროპოლის მხარეში, დაუსახლებელ რაიონში, ჩამოვარდა ტუ-22მ3 ტიპის ბომბდამშენი, რომელიც „საბრძოლო დავალების“ შესრულების შემდეგ ბაზირების აეროდრომზე ბრუნდებოდა, მფრინავებმა კატაპულტირება მოასწრეს, ეკიპაჟის სამი წევრი ევაკუირებულია, ერთის ძებნა კი გრძელდება.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ავარიის წინასწარ მიზეზად ტექნიკური გაუმართაობა დაასახელა.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლის, მიკოლა ოლეშჩუკის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტებით აღჭურვილი სტრატეგიული ბომბდამშენი ტუ-22მ3 უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარ სამმართველოსთან ურთიერთქმედებით.

XS
SM
MD
LG