Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი შვიდეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაზე მსჯელობენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა (მარცხნივ) და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას (მარჯვნივ) მოლაპარაკებები "დიდი შვიდეულის" შეხვედრის კულუარებში. კუნძული კაპრი, 18 აპრილი, 2024.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისა (მარცხნივ) და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას (მარჯვნივ) მოლაპარაკებები "დიდი შვიდეულის" შეხვედრის კულუარებში. კუნძული კაპრი, 18 აპრილი, 2024.

„დიდი შვიდეულის“ (G7) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვედრას მართავენ იტალიის კუნძულ კაპრიზე. დღის წესრიგშია უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კრიზისები.

ევროპის კავშირის საგარეოპოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა, რომელიც ასევე ესწრება შეხვედრას, განაცხადა, რომ მინისტრები განიხილავენ, მისი თქმით, მძიმე ვითარებას, რომელშიც აღმოჩნდა უკრაინა. მან „დიდი შვიდეულისა“ და ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, უფრო სწრაფად მიიღონ გადაწყვეტილება კიევის დახმარების შესახებ.

შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, რომელიც მანამდე აშშ-ის გენერალურ მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა, მიუხედავად იმისა, რომ ომი მილიონი დეტალისგან შედგება, საჰაერო თავდაცვა „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხია.

XS
SM
MD
LG